ევროპარლამენტარები ჰერჩინსკის კობახიძე-კალაძესთან ერთად ლენტის გაჭრისთვის აკრიტიკებენ

პუბლიკა

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის „ქართული ოცნების” ლიდერებთან ერთად „ევროპის დღის” ღონისძიების გახსნისთვის აკრიტიკებენ.

11 მაისი ევროპის დღეა.

ღონისძიების გახსნის ცერემონიალი ევროკავშირის ელჩმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად ჩაატარა.

„გაოგნებული ვარ — EU-ის ელჩი ლენტს ჭრის იმათთან ერთად, რომელიც რუსულ კანონს იღებს, თავს ესხმის დემონსტრანტებს, სცემს ოპოზიციონერ ლიდერებს და ემუქრება აქტივისტებს. რა ტიპის მესიჯია ეს ახლა, ამ მომენტში, გაგზავნილი ქართველი ხალხისთვის?”. – დაწერა მირიამ ლექსმანმა.

მირიამ ლექსმანს დაეთანხმა ვიოლა ფონ კრამონი.

„ზუსტად. რატომ უნდა მისცე მთავრობას განცდა, რომ ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც ყოველთვის? რატომ იმეორებენ შეცდომებს და ვახალისებთ ავტოკრატებს? რისთვის არის ეს სურათები? ენდობით ანტიდემოკრატიული ძალების აღმშენებლობის ზომებს საქართველოში? ეს არსად არ მიგვიყვანს”.

პაველ ჰერჩინსკი გააკრიტიკა პეტრას აუსტრევიჩუსმაც.

„ძალიან არასწორი ცეკვაა, ბატონო ელჩო”.