„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტარების ინიციატივით, შესაძლოა საქართველომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროფინანსური დახმარება დაკარგოს. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის მიხედვით, კრისტიან დანიელსონთან საუბრის შემდეგ საქართველოში წარუმატებლად დასრულებული მოლაპარაკების გამო მიიღეს.
„დანიელსონი ესაუბრა წამყვან ევროპარლამენტარებს. მათი განცხადება მოგვიანებით იქნება. ჩანს, რომ ისინი იხრებიან ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მაკროფინანსური დახმარების შეჩერებისკენ, რომლის შემდეგი ტრანშიც ოქტომბერში უნდა იყოს დაახლოებით 60 მილიონი ევროს ფარგლებში“, – წერს რიკარდ იოზვიაკი წყაროზე დაყრდნობით.
„რადიო თავისუფლება“ თავის წყაროზე დაყრდნობით ევროპარლამენტარების მომზადებული განცხადების შესახებაც წერს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპალრმაენტარები ფინანსური დახმარების შეჩერებასთან ერთად, პოლიტიკური მხარდაჭერისა და ქართველი პოლიტიკოსებისთვის უმაღლესი დონის შეხვედრების შეზღუდვებსაც მოითხოვენ. ხოლო კრიზისის გაგრძელებაში პასუხისმგებლობას აკისრებენ ყველა მხარეს.
„განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში“, – ნათქვამია განცხადების ტექსტში, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათმა წყარომ მიაწოდა.
განცხადების გაკეთებას საქართველოს საკითხებზე მომუშავე 7 ევროპარლამენტარი აპირებს, რომლებიც დანიელსონს მედიაციის პროცესშიც ესაუბრნენ და დიალოგის ჩაშლამდე ქართველ პოლიტიკოსებს კრიზისის გადაჭრისკენ მოუწოდეს.
ტექსტს ხელს აწერენ:
განცხადებას ხელს აწერენ:
დევიდ მაკალისტერი
მარინა კალიურანდი
ანდრიუს კუბილიუსი
ვიოლა ფონ კრამონი
სვენ მიკსერი
მაიკლ გალერი
პეტრას აუსტრევიჩუსი