ევროპარლამენტარი მარკეტა გრიგოროვა ამბობს, რომ მზადდება რეზოლუცია საქართველოს შესახებ, ასევე, განიხილება მედიატორთა ჯგუფის საქართველოში გამოგზავნა – ინფორმაციას ამის შესახებ „ფორმულა“ ავრცელებს.
„ვამზადებთ რეზოლუციას ევროპარლამენტისთვის, ასევე განვიხილავ მედიატორთა ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში გამოაგზავნის. მსგავსი პრეცედენტი გვქონდა სერბეთში, სადაც ჯგუფი ჩავიდა ევროკავშირიდან და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. ვფიქრობ, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია ამის გაკეთებას მოითხოვს. ჯგუფში საჭიროა შევიდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ექსპერტებიც. გვინდა, მივაღწიოთ შედეგს და არა იდეოლოგიაზე დისკუსიის გამართვას“, – თქვა მარკეტა გრიგოროვამ „ფორმულასთან“.
მისივე თქით, ძალიან სამწუხაროა ოპოზიციის ლიდერის დაკავება იმ დროს, როცა დემოკრატია კრიზისშია, მმართველი პარტია და მთავრობა კი ამ გზით კრიზისს ვერ მოაგვარებენ.