ევროპარლამენტი: არ ვაღიარებთ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას

პუბლიკა

ევროპარლამენტი აცხადებს, რომ არ აღიარებს „ქართული ოცნების” ხელისუფლებას მანამ, სანამ არ ჩატარდება ხელახალი, სამართლიანი არჩენები.

ევროპარლამენტის X-ზე წერია:

„საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს ვერ შეცვლის. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით, არ აღიარებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული გზა შეჩერებულია, სანამ არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები”.


ევროპარლამენტმა 9 ივლისს მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომლითაც ასევე მოთხოვნილია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ეჭვქვეშ არის დაყენებული 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონაწილეობის სისწორე.