ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს - DW

პუბლიკა

ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულზე საუბარია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიღებულ საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეზოლუციაში.

მას მხარი დაუჭირა 438-მა ევროდეპუტატმა, 65 წინააღმდეგი იყო, 94-მა კი თავი შეიკავა.