ევროპარლამენტი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლებს აგზავნის. ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი Twitter-ზე წერს.
„შესანიშნავი ახალი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს“, – წერს კალიურანდი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.