დღეს, 7 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას.
ცვლილებების მიხედვით, შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები“.
კერძოდ, კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.
ახალ კანონმდებლობას ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები კი მას საბოლოოდ 17 ნოემბერს დაამტკიცებენ. ახალი წესები, სავარაუდოდ, დეკემბერში ამოქმედდება და ევროკავშირს 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გაუმარტივებს.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი 2013 წლიდან მოქმედებს. დღეს მოქმედი წესით მიხედვით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი შეიძლება იყოს:
უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნიდან არსებითი ზრდა (50%-ზე მეტი) მოქალაქეების, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაშვებულზე მეტხანს (უნებართვოდ) რჩებიან შენგენის ზონაში;
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელთა განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი დაბალია;
ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე;
ივლისში ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ მთავრობას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვით შესაძლებლობას ეხება.
ევროკომისია მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს.
იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა. 1 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გაუგზავნეს“.