ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და არჩევნები დანიშნა

პუბლიკა

ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და არჩევნები დანიშნა.

საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარი ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ გაიმარჯვა, კოალიცია, რომელშიც მაკრონის პარტიაც შედიოდა, დამარცხდა.

„საფრანგეთს სჭირდება მკაფიო უმრავლესობა სიმშვიდესა და ჰარმონიაში. იყო ფრანგი, გულის სიღრმეში, ეს არის აირჩიო ისტორიის დაწერა და არა მისით ამოძრავება“, – განაცხადა მაკრონმა.

არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს, ხოლო მეორე ტური 7 ივლისს ჩატარდება.