ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით მათ მიაჩნიათ, რომ მეტი უნდა თქვან - ვოლსკი

პუბლიკა

მმართველი პარტიის წევრი გიორგი ვოლსკი პარტიიდან სამი წევრის გასვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა.

„არის თემები, რომლებშიც ჩვენ ვერანაირად ვერ ვთანხმდებით ევროპარლამენტის რეზოლუციასთან. მათ მიაჩნიათ, რომ ამ შეუთანხმებლობის მიზეზებზე გაცილებით მეტი უნდა ილაპარაკონ.

დეპოლარიზაციის საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა. რა თქმა უნდა, არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ჩვენს ოპონენტებს დეპოლარიზაცია უნდათ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მხრიდან”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი საზოგადოებრივ მაუწყებელთან.


სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა.