ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

პუბლიკა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

სხდომის გახსნის დროს კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში გასულ თვეში ჩატარდა, იწვევს შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ.

„ყველამ იცით, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერს იმ დათქმით, რომ გადადგამდა ნაბიჯებს, შედგენილს ევროკომისიის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. სამწუხაროდ, ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენების ნაცვლად საქართველოს პარლამენტმა მიიღო არაერთი საკამათო კანონი, რომლთა სულისკვეთება და შინაარსი ეწინააღდეგება ევროპულ ღირებულებებს და ნორმებს. ამის პიდაპირი შედეგია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი გაიყინა. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში გასულ თვეში ჩატარდა, იწვევს შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ.

ევროპარლამენტმა გაგზავნას სადამკვირვებლო მისია. დამკვირვებლებმა ნახეს მთელი რიგი დარღვევებისა, ხმის ფარულობის დარღვევის და ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის ჩათვლით.

მათ ასევე აღნიშნეს დახვეწილი ფართოდ გავრცელებული და კარგად ორგანიზებული მეთოდები კენჭისყრის დღემდე კენჭისყრის ძირის გამოთქმისა და მანიპულირების მიზნით.

ასეთ შეფასება ძალიან დამაზიანებელია კანდიტატი ქვეყნისთვის. ის ასევე აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს – რა იქნება ამის შემდეგ საქართველოსთვის და რა არის მისი მომავალი ევროინტეგრაციის გზაზე”. – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ, რომელიც თავადაც იყო დამკვირვებელი საქართველოს არჩევნებზე თქვა:

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ადგილი ყველა სახის გაყალბებას ჰქონდა და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო. სამწუხაროდ, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის ერთადერთი ნიშანი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა: „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსულის ასლია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. ამაზე ევროპული პასუხი გვჭირდება“. – განაცხადა ნატალი ლუაზომ.

ევროპული საბჭოს საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა სხდომაზე  ხაზი გაუსვა, რომ მათ მიიღეს ცნობები დარღვევების დიდი რაოდენობის შესახებ როგორც არჩვნების დღეს, ისე მანამდე.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არ აკმაყოფილებს სტანდარტებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირმა შეაჩერა 30-მილიონიანი დახმარება, ასევე, შეჩერდა ევროკავშირში გაწევების პროცესი და რომ ეს არ შეიცვლება, სანამ საქართველო კურსს არ შეცვლის – საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს რეფორმების გზას, შეასრულოს ევროკომისიის 9 რეკომენდაცია, გაიწვიოს რუსული და ჰომოფობიური კანონები და შეწყვიტოს ანტიდასალური რიტორიკა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას ევროპარლამენტი განიხილავს და მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ და რომ ესეც იქნება შანსი, განიხილონ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის შემდგომი ნაბიჯები.

ევროარლამენტარმა კატარინა როთ ნევედალოვა არ დაეთანხმა სხვა ევროპარლამენტარების კრიტიკულ განცხადებებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

„საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და პატივი უნდა ვცეთ მას, ვინც ქართველმა ხალხმა ლიდერად აირჩია. პატივი უნდა ვცეთ თქვენს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ეს არის საქართველოს უფლება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვხედავთ თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოებას მხოლოდ პატივისცემა გვმართებს და ასეთ გადაწყვეტილებებში არ უნდა ვერეოდეთ.

ნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც ცოტა კრიტიკული იყო თუმცა ამ მისიასაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ საპარლამენტო არჩევნების შედეგები. შესაბამისად პატივი უნდა ვცეთ არჩევნების შედეგებს და ვიმუშაოთ იმ მთავრობასთან, რომელიც საქართველოში კანონიერად აირჩიეს“. – თქვა ევროპარლამენტარმა.

ხოლო ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ტომას ვაიცმა თქვა, რომ „ქართული ოცნება” არჩევნების დღესაც კი ამბობდა, რომ პროევროპელები არიან და ზოგიერთი ევროპარლამენტარიც დარწმუნდა ამაში. მაგრამ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, საპირისპიროს აჩვენებს”.

„უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლება. არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ დაუახლოებენ”. 

„პრემიერ-მინისტრი დაიმუქრა, რომ აკრძალავს მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ”. – თქვა ევროპარლამენტარმა და დასძინა, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციაში, რომელსაც მომავალ კვირას განიხილავს და კენჭს უყრის, მკაფიოები უნდა იყვნენ.

„ასეთი მთავრობით, არჩეულით, უფრო სწორად, არარჩეულით შეუფერებელ არჩევნებში ისინი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებენ. ჩვენ ასევე აქტიურად უნდა დავუჭიროთ მხარი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მოვიწვიოთ, მივცეთ რაც შეიძლება მეტი ტრიბუნა, მათ შორის, ევროპარლამენტშიც და ამის შემდეგ ვიქნებით მეტად მკაფიოები იმაზე, თუ რა ჩავწეროთ ჩვენს რეზოლუციაში”. – თქვა ევროპარლამენტარმა ტომას ვაიცმა.