ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სასოფლო-სამეურნეო რუსული და ბელორუსული პროდუქციის 50%-ით დაბეგვრას.
მიზანი ამ პროდუქტების ევროკავშირში შეტანის შეჩერებაა.
დაბეგვრა ეხება როგორც პირდაპირ, ისე – ირიბ იმპორტს.
ტარიფები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ევროკომისია მას ფორმალურად დაამტკიცებს.
გაიზრდება გადასახადები სასუქებზეც და ამჟამინდელი 6.5%-იდან 13%-ს მიაღწევს.
„რეგულაციის მიზანია რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებულების აღმოფხვრა და ბელარუსის გავლით შემოვლითი გზების თავიდან აცილება. იმპორტის გაზრდილი გადასახადებისა და შემზღუდავი ტარიფების წყალობით, ევროკავშირში სასუქების იმპორტის რუსული წილი თანდათან სხვა წყაროებით ჩანაცვლდება. ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ უკვე თქვა უარი რუსული აზოტოვან სასუქებზე მიწოდების დეფიციტის ან საბაზრო ფასების ზრდის გარეშე“. – ნათქვამია ინიციატივის განმარტებით ბარათში.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროკავშირმა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდა.