ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

პუბლიკა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტ მეტცოლმა გამოაცხადა.

ევროპარლამენტის 676 წევრიდან 637 მომხრე იყო, 13 წინააღმდეგი, 26 წევრმა კი თავი შეიკავა.

გამოცემის ცნობით, რეზოლუცია ახლა გადაეგზავნება ევროკომისრებს და ყველა წევრ სახელმწიფოს. მათივე ცნობით, რეზოლუციის ტექსტი მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.


რუსეთთან ომის პირობებში უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გუშინ გააკეთა. წუხელვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის ფრაქციები შეთანხმდნენ, დღევანდელ სხდომაზე მხარი დაეჭირათ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის.

კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უკრაინას ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად უნდა დაუჭირონ მხარი. მანამდე კი თავისი მოსაზრება ევროკომისიამ წარმოადგინოს.