ევროპარლამენტში დღეს, თბილისის დროით დაახლოებით 21:00 საათზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დებატები დაიწყო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ მოხსენება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა წაიკითხა, რასაც ევროპარლამენტარების გამოსვლები მოჰყვა.
თუმცა, დებატებისას ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში მოულოდნელად ელექტროენერგია გაითიშა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დებატები ამ ტექნიკური პრობლემის გამო შეჩერდა.