ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მსჯელობენ

პუბლიკა

ამ წუთებში ევროპარლამენტში სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ მსჯელობენ.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ განაცხადა, რომ იმედი ჰქონდათ,   კანდიდატის სტატუსი ძლიერი სტიმული გახდებოდა საქართველოს მთავრობისთვის, „მაგრამ ბოლო თვეებში საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მიიღეს კანონები, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს”.

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს თქმით კი ევროპარლამენტი  მკაფიო შეტყობინებას უგზავნის ბიძინა ივანიშვილს იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მის პოლიტიკასთან – „არ შეიძლება იყოთ პროევროპელები და ამავდროულად პროკრემლისტები” – ამბობს ის.

„ამჟამინდელ მთავრობას ევროპული მომავლის არანაირი ინტერესი არ გააჩნია. ის ცდილობს უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს რუსეთთს – აცხადებს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის გაგრძელების შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვაც იგეგმება.

ხვალ,  9 ოქტომბერს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას  „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ“.