ევროპარლამენტში „საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე” დებატები გაიმართება

პუბლიკა

ევროპარლამენტი მომდევნო კვირას (20 – 23 იანვარი) „საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” დებატებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მომდევნო კვირის განრიგში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი გამართავს „დებატებს პოლიტიკურ არეულობაზე საქართველოში და მიმდინარე რეპრესიებზე ბელარუსში”. ასევე, გაიმართება კენჭისყრა ბელარუსის რეზოლუციაზე.

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტი საქართველოზე დებატებს 21 იანვარს გამართავს, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კენჭისყრა თებერვლის სესიაზე გაიმართება.

„ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ დებატებს სამშაბათს, 21 იანვარს გამართავს, მაგრამ რეზოლუციას კენჭი ეყრება თებერვლის სესიაზე”, – წერს იოზვიაკი.