ევროპაში შევაბიჯებთ, თუ ვიქნებით ერთიანი და დავივიწყებთ ქიშპობას - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ვიდეო-ჩანაწერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო ევროპაში შეაბიჯებს, თუ იქნება ერთიანი.

„თქვენო უწმინდესობავ, „სიქსტის კაპელაში“ თქვენი „ავე მარიას“ გაჟღერებით, ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ევროპაში, ევროპის გულში.

…ეროვნული თანხმობა სხვა არაფერია. სწორედ ეს არის ეროვნული თანხმობა და ამ ეროვნული თანხმობით შემოვაბიჯეთ ევროპაში და ასე შევაბიჯებთ კიდევ ევროპაში, თუ ვიქნებით ერთიანნი და დავივიწყებთ ქიშპობას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.