ევროპელი დეპუტატები „ქართული ოცნების” მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად „არჩევას” აპროტესტებენ.
დღეს, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა.
რასა იუკნევიჩიანე, ევროპარლამენტარი:
დღეს საქართელოში რეალური არჩევნები არ ჩატარებულა. რაც მოხდა, იყო ფარსი, ისევე, როგორც რუსეთში, ბელორუსსა და სხვა ავტოკრატიებში. ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არჩეულია თავისუფალი არჩევნების შედეგად. ივანიშვილი აგრძელებს სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას.
მიხალ შჩერბა, ევროპარლამენტარი:
საქართველოს პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და რჩება პრეზიდენტად. ევროპარლამენტი არ აღიარებს „პარლამენტს”, რომელიც უსამართლო არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. მკაფიო პოზიცია გამოხატულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამიტომ, ევროკავშირის ინსტიტუტები ვერ ცნობენ პარლამენტის მონაწილეობით რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის, ე.წ. „საარჩევნო კოლეგიის“ მუშაობის უკანონო შედეგებს. მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკა. ერთადერთი კანონიერი კონსტიტუციური ორგანო და ევროკავშირისთვის პარტნიორი საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მიხაილ როთი, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე:
მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს ახალ პრეზიდენტად „არჩევა” არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის სინქრონიზაციისკენ. მმართველი პარტია აღმავებს საქართველოს დაყოფას, გეგმავს გადატრიალებას და სურს ლიბერალური დემოკრატიის დანგრევა.