პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები, პარლამენტარები დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
პარლამენტის წევრები ემიჯნებიან თანაგუნდელების განცხადებას, რომელიც 2022 წლის 5 აგვისტოს გავრცელდა და რომელიც ეხებოდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში. 5 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებით, ისინი მხარს უჭერდნენ ჩინეთს.
მათი თქმით, ამერიკის საწინააღმდეგო შეფასება, ჩრდილს აყენებს საქართველო-ამერიკის მეგობრობას.
„ევროპელი სოციალისტების“ სახელით გაკეთდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს საწინააღმდეგო განცხადება – კერძოდ, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გამოთქმული შეფასება, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხისა და ქვეყნების მეგობრობას.
ჩვენ, „ევროპელი სოციალისტების” დეპუტატები დავით ზილფიმიანი და ზაზა( გელა) მიქაძე ვემიჯნებით და ვერ გავიზიარებთ მსგავს შეფასებებს, რომლებმაც შესაძლოა დააზიანონ ჩვენი მრავალწლიანი მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობანი“ – ნათქვამია განცხადებაში.