საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „მოქალაქეებმა“ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთნენ.
„ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილი და მოლოდინი გახლავთ, რომ ოპოზიცია პარლამენტის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს იმ წარმომადგენლობით, როგორც ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტა.
მისასალმებელია, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „მოქალაქეებმა“ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთნენ. თუმცა, საგანგაშოა, რომ ამ დღეებში აღნიშნული პარტიების წარმომადგენელთა მიმართ აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანიის მომსწრენი გავხდით რადიკალური ოპოზიციისა და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან.
ეს ნათლად აჩვენებს დემოკრატიის ხარისხს და დამოკიდებულებას განსხვავებული აზრის მიმართ, თვითონ ოპოზიციის შიგნით. დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ამომრჩევლის 39%-ის მხარდაჭერა აქვს, ჯერ კიდევ რჩება ბოიკოტის რეჟიმში. ვიმეორებ, ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყო ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია – სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ მართებული გადაწყვეტილებები და კარი ჯერ კიდევ ღიაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.