ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„ევროპის დღის აღსანიშნავად ოდესაში ჩამოვედი, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა, რომ „შეიძლება ევროპის შეგრძნება“ და, სადაც დღეს უკრაინელი ხალხი იცავს თავის ძეგლებს ტყვიებისა და რაკეტებისგან, თავისუფლებას კი რუსული აგრესიისგან. თქვენ მარტოები არ ხართ. ევროკავშირი მხარს გიჭერთ“, – განაცხადა მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალსა და ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს შეხვდა.