„ევროპულ საქართველოს“, ხოშტარიასა და ჯაფარიძის პარტიებს თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები ეყოლებათ

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ოფისში გაიმართა გაერთიანებული ბრიფინგი, რომელზეც სამი ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ განაცხადეს, რომ კოალიციური შეთავაზების ფარგლებში თბილისში, მაჟორიტარულ ნაწილში შეთანხმებულ კანდიდატებს დაასახელებენ, რომელთაც  „ნაციონალური მოძრობაც“.მხარს ასევე დაუჭერს

პარტიები მაჟორიტარულ კანდიდატებს კვირას, 15 აგვისტოს დაასახელებენ.

„კვირას მაჟორიტარულ კანდიდატებს გაგაცნობთ და იმედი მაქვს, სწორედ ისე როგორც აქ მოხდა კრიტიკულ ნაწილს შორის ოპოზიციის შეჯერება ამ საკითხებზე, ასევე მოხდება შეჯერება სხვადასხვა კონფიგურაციით რეგიონებში და ეს მოხდება რამდენიმე დღეში და არა კვირეების შემდეგ. ჩვენ უკვე დავაგვიანეთ, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე კიდე უფრო გვიან ან არასდროს.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე.