ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. ის რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა ქვეყანაში.
როგორც პროგრამითაა გათვალისწინებული, შარლ მიშელი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ იქნება ერთობლივი განცხადებაც მედიისთვის.
ასევე, დაგეგმილია შარლ მიშელის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდება და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში.
დღის დასასრულს დაგეგმილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სადილი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ხვალ დატოვებს.