ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

შარლ მიშელს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი  და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდნენ.

შარლ მიშელი ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ის ასევე შეხვედრებს გეგმავს საქართველის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. როგორც ცნობილია, ის ასევე შეხვდება ოპოზოციური პარტიის წარმომადგენლებსაც.