ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო” აქვეყნებს ეკონომიკურ გეგმას, რომლის მიხედვით, მათი მტკიცებით, აუცილებელია ბიოროკრატიული და ინფრასტრუქტურული ხარჯის 1.7 მლრდ-ით შემცირების, საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის დაბრუნების (650 მლნ) და მომავალი 8 თვის განმავლობაში ამ შენატანების შეჩერების (325 მლნ), საერთაშორისო დახმარების მიღების გზით (1.1 მლრდ დოლარი), 6 მლრდ ლარის მობილიზება. „ევროპული საქართველოს განცხადებით”, ეს ეკონომიკური ნაბიჯები შესაძლებელს გახდის:
1. მოქალაქეებს, ვინც დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა ხელფასი, სახელმწიფო დაეხმაროს მომავალი 8 თვის მანძილზე, ხელფასის ან დანაკლისის 50%-ით. ამით მოვახერხებთ საშუალო შემოსავლის ოჯახების გადარჩენას, რომელთა ფინანსურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული ათი ათასობით უფრო გაჭირვებული მოქალაქე და მთლიანად ეკონომიკა. ხელისუფლება 200 ლარს სთავაზობთ, მხოლოდ იმათ ვინც ოფიციალურად დაკარგავს ხელფასს.
2. ეპიდემიამ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დააყენა თვითდასაქმებულები, საქართველოს კი ასეთი 840 000 მოქალაქე ჰყავს. ევროპული საქართველო მათ 400-ლარიან დახმარებასა და 120- ლარიან კომუნალურ ვაუჩერს სთავაზობს. ხელისუფლება კი გაუმჭვირვალე და უსამართლო წესს ამკვიდრებს, რისი მიხედვითაც ყოველი სამი თვითდასაქმებულიდან ორი დახმარებას ვერ მიიღებს.
3. მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, დაიბრუნონ მათ მიერ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა. ყველა დასაქმებული საშუალოდ 500 ლარს დაიბრუნებს, ხოლო მეწარმე თითოეულ დასაქმებულზე 225 ლარს.
4. ხელისუფლება არაფერს ძირეულსა და ღირებულს არ სთავაზობს პენსიონერებს, არადა ამ ჯგუფის მხრიდან იზოლაციის წესების დაცვა, შესაბამისად ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობისგან თავის შეკავება, მნიშვნელოვანია პანდემიის სამართავად. ევროპული საქართველო საჭიროდ მიიჩნევს, კომუნალურ გადასახადებზე 120 ლარიან ვაუჩერსა და 400 ლარიან ფულად დახმარებას.
5. ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს გადასახადების შესამცირებლად. ევროპულ საქართველოში კი მიიჩნევენ, ეკონომიკის გადასარჩენად და ასი ათასობით ოჯახის სიღარიბისგან სახსნელად, მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით, ხოლო შემდეგ მისი 10%-ზე გაჩერება (1.7 მლრდ ლარი) , ასევე საწვავზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება (150 მლნ), ქონების გადასახადის განულება (390 მლნ) ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადის ცვლილება და მხოლოდ გაყიდული საქონლის დაბეგვრა.
„ივანიშვილის მთავრობის მიერ მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკის გადარჩენისათვის, წარმოდგენილი გეგმა დაგვიანებული არასაკმარისი, გაუმჭვირვალე და უშედეგოა”, – აცხადბს ოპოზიციური პარტია.
მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა