„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს

პუბლიკა

სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს,- ამის შესახებ პარტიის წევრები სოციალურ ქსელში წერენ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შსს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას აზუსტებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე დიასამიძე მცხეთის მერიის შენობასთან დააკავეს, სადაც ის სტიკერის გაკვრას ცდილობდა.

პარტიის წარმომადგენლებს მხარდამჭერებთან ერთად მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროზე ბოქლომის დაკიდება სურდათ, თუმცა ამის საშუალება „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა არ მისცეს.