„ევროპული საქართველოს" წევრი არასრულწლოვნის იძულების ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

ევროპული საქართველოს ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას გამოეხმაურა „ევროპული საქართველო”, მათი განცხადებით, ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ შეიტყვეს.

„ბრალდება მძიმეა, ევროპული საქართველო ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.