„ევროპულმა საქართველომ“ პარტიული სიის ათეული წარადგინა

პუბლიკა

„ევროპულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პარტიული სიის ათეული წარადგინა.

კანდიდატთა პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე შედგა. ამომრჩეველს და მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა მიმართეს.

„ეს გუნდი, რომელსაც დღეს „ევროპული საქართველო“ წარმოადგენს, ისეთი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც არ მისცემენ საშუალებას თბილისის მერს, მისი გადაწყვეტილებები ვიწროპარტიულ, ვიწრობიზნესის ან კორუფციულ ინტერესებზე იყოს მორგებული და არ იქნება საკრებულო, რომელიც მორჩილად, ჩუმად დაუჭერს მხარს ყველა ამგვარ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ევროპული საქართველოს“ სია:

  1. გიორგი ნონიაშვილი
  2. დავით ჟღენტი
  3. ნინო ორდენიძე
  4. ბესიკ დონაძე
  5. ლაშა ჯანჯღავა
  6. თეა კოტუა
  7. გიორგი ბახტაძე
  8. ალექსანდრე გურაბანიძე
  9. მალორიტა ედიშერაშვილი
  10. თემურ გვაძბაია