ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე, “- წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.