დღეს, 14 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაიწყო სამართლებრივი პროცედურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად.
ინფორმაციას ევროსაბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი ურყევი ერთგულება სამართლიანობისა და აღდგების გზაზე აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის დაწყებით“. – იტყობინება ევროპის საბჭო.
პრეს-რელიზის თანახმად, ყოველწლიურ შეხვედრაზე მინისტრებმა გენერალურ მდივან ალენ ბერსეს დაავალეს, უხელმძღვანელოს სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესს, რომელიც ევროსაბჭოს ფარგლებში უკრაინასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე რუსული აგრესიის დანაშაულს გამოიძიებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასი იმედოვნებს, რომ ტრიბუნალი პირველ გადაწყვეტილებებს 2026 წელს მიიღებს.
„ევროპეისკაია პრავდას” ცნობით, ტრიბუნალზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები არ გასამართლდებიან.