ევროპის საბჭომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთს უკრაინის კრიზისის გამო ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა.
გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან 2015 წლის 31 დეკემბერს დადებული მინსკის შეთანხმების არასრულად შესრულებას უკავშირდება.
„იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულების სრულად განხორციელება ამ დრომდე არ მომხდარა, ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს”, – წერია ევროსაბჭოს მოხსენებაში.
ევროსაბჭომ რუსეთს სანქციები თავდაპირველად 2014 წელს დაუწესა, „უკრაინის ტერიტორიაზე დესტაბილიზაციისთვის ჩადენილი მქედებების გამო”.
სანქციები რუსეთის რამდენიმე ბანკსა და კომპანიას ევროკავშირის პირველად და მეორად სასესხო კაპიტალის ბაზარზე წვდომას უზღუდავს, ასევე რუსულ ინსტიტუტებთან ფინანსური შუამავლობისა და დახმარების შესაძლებლობებს კრძალავს. სანქციები ასევე კრძალავს რუსეთთან თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის ექსპორტსა და იმპორტს, მათ შორის, იმ ტიპის ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, რომელსაც რაიმე სამხედრო ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს. სანქციები ასევე რუსეთს იმ ტიპის სენსიტიურ ტექნოლოგიებთან უზღუდავს წვდომას, რომელიც ენერგომოპოვების სექტორში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.