ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ 6 ქართულ ორგანიზაციაზე განგაშის სიგნალი ჩართო. განგაშის საფუძვლად პლატფორმა 11 აგვისტოს 6 ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ 11 აგვისტოს გაკეთებული განცხადება, რომ მათ ანტიკორუფციული ბიუროდან ინსპექტირების შესახებ შეტყობინება მიიღეს.
ორგანიზაციები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული კანონების სამიზნე გახდნენ, აცხადებდნენ, რომ ბიურომ ისინი გააფრთხილა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც „აგენტებად“ რეგისტრაციაზე უარი გამოიწვევს და მოითხოვა განმარტება, რატომ არ რეგისტრირდებიან ისინი დადგენილ ვადებში.
„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ ამასთან დაკავშირებით განგაშის ყველაზე მაღალი, პირველი დონე გამოსცა. ეს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებისთვის არსებით, ეგზისტენციალურ საფრთხეს გულისხმობს.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კანონის ამოქმედების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები იქცნენ პირდაპირი სამიზნედ.
ორგანიზაციების განცხადებით, ბიურომ ისინი გააფრთხილა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, თუკი „აგენტებად“ არ დარეგისტრირდებიან და მოსთხოვა განმარტება, რატომ არ დარეგისტრირდნენ დადგენილ ვადებში.
ეს ექვსი ორგანიზაციაა: „სამოქალაქო საზოგადოებრივი ფონდი“ (ყოფილი „ღია საზოგადოება – საქართველო“), „საფარი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მედიის განვითარების ფონდი (MDF), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
მათ შორის ოთხი – „სამოქალაქო საზოგადოებრივი ფონდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ISFED და MDF – მედია ადვოკატირების კოალიციის წევრები არიან და აქტიურად მუშაობენ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით.
8 აგვისტოთი წერილები ეფუძნება უფრო ადრე ჩატარებული მოკვლევის დროს მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის ფინანსურ და სხვა მონაცემებს და ასკვნის, რომ ორგანიზაციების საქმიანობა „შეიძლება წარმოადგენდეს პოლიტიკურ საქმიანობას“ FARA-ს ფარგლებში. ბიურომ დამატებითი მონაცემებისა და განმარტებების მიწოდება ათი დღის ვადაში მოითხოვა. 2025 წლის ივნისში ანტიკორუფციული ბიუროს აქამდე წარმართული მოქმედებები განგაშის კიდევ ერთი საფუძველი იყო“, – ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.