ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: შეშფოთებული ვარ „უცხოური გავლენის“კანონპროექტის აღდგენით

პუბლიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებაზე ამბობს, რომ „შეშფოთებულია „უცხოური გავლენის” კანონპროექტის აღდგენით”.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის აღდგენით. გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადების გატანას. დღესაც ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძო საკითხია“, – ამბობს ბურიჩი.