ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის საბჭოს წევრობის შეჩერების პროცედურის დაწყებას უკრაინაზე თავდასხმის გამო.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი წერს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, დაიწყო რუსეთის ევროსაბჭოში წევრობის შეჩერების პროცედურა. საბოლოო გადაწყვეტილება კი მალე იქნება.
ამ პროცედურის დაწყებას 47 წევრი სახელმწიფოდან 42-მა დაუჭირა მხარი.
რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო 2014-დან 2019 წლამდეც ჰქონდა ევროსაბჭოს წევრობა შეჩერებული.