ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანიმ და კლოდ კერნმა წუხილი და იმედგაცრუება გამოთქვეს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნაზე საქარველოს პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციების, მათ შორის ასამბლეის რეკომენდაციების საწინააღმდეგოა.
„სექტემბერში ჩვენი ვიზიტის დროს ჩვენ გამოვხატეთ სერიოზული შეშფოთება გაუმჭვირვალობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის არასრულყოფილ პროცესთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, გამოხატეთ მოლოდინი, რომ პარლამენტი გამოასწორებდა შერჩევის პროცესში არსებულ ნაკლებს, მათ შორის, მოსამართლეების მინიმალური რაოდენობის დანიშვნას უზენაესი სასამართლოს სათანადო მუშაობის უზრუნველყოფისთვის, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა.
ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 სათანადო მიზეზის გარეშე დანიშნა და როგორც ცნობილია, მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას, რაც ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციისთვის აუცილებელია“,- ნათქვამია „პირველი არხის“ ცნობით განცხადებაში.
მოსამართლეთა ნაწილმა საკმარისად ვერ წარმოაჩინა ერთგულება მიუკერძოებლობისადმი – აშშ-ის საელჩო
12 დეკემბერი, 2019
გუშინ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია 14 კანდიდატი.
არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა ეს სია უარყოფით შეფასებას იწვევს. მათი თქმით, პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.
ეს იყო გამჭვირვალე პროცედურებით სასამართლოში კლანის დაკანონება – მშვენიერაძე
12 დეკემბერი, 2019
კანდიდატთა ნაწილი ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი – NGO-ები უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებზე
11 დეკემბერი, 2019