ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ტვიტერზე გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.
„შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისთვის არსებითია“,- წერს დონალდ ტუსკი.
I am concerned by the sentencing of Ugulava & targeting of Georgian opposition politicians. The justice system cannot be used to fight political opponents. The ruling elite must guarantee fair competition. The rule of law is essential under the EU-Georgia Association Agreement.
— Donald Tusk (@donaldtuskEPP) February 13, 2020