„ევროსაბჭოსა და NATO-ში გაერთიანება ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი საშუალებაა“ - უმრავლესობის დეპუტატი

პუბლიკა

„ევროსაბჭოსა და NATO-ში გაერთიანება ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი საშუალებაა, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ. რაც შეეხება მიზანსა და იდეას, ეს ჩვენ გვჭირდება, რომლის გარშემოც გავერთიანდებით კიდევ ერთხელ, როგორც 2012 წელს და ყველა გამოწვევას, ყველა პრობლემას აუცილებლად დავძლევთ“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.


საქართველო ევროსაბჭოს წევრი 1999 წლიდან არის. ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრია.

თანამშრომლობის მთავარი მიზანია ქვეყნის მხარდაჭერა ორგანიზაციაში გაწევრებისას აღებული და სხვა კონკრეტული ვალდებულებების შესრულებაში, რაც ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.