„ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“ - ნორვეგია „აგენტების“ კანონპროექტზე

პუბლიკა

ნორვეგია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აკრიტიკებს. „ხალხის ძალის“  რუსულ კანონპროექტს „შემაშფოთებელს“ უწოდებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„შემაშფოთებელია საქართველოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ განსაზღვრავს. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. [კანონპროექტი] უარყოფითად იმოქმედებეს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს იმოქმედონ საქართველოს დემოკრატიული ინტერესების მიხედვით“, – ვკითხულობთ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის გვერდზე.