თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 196 ახალი შემთხვევიდან:
- 128 – აჭარა;
- 30 – თბილისი;
- 19 – ქუთაისი;
- 6 – სამეგრელო-ზემო სვანეთი;
- 5 – ქვემო ქართლი;
- 1 – შიდა ქართლი;
- 4 – გურია;
- 2 – მცხეთა-მთიანეთი;
- 1 – კახეთი.
„გამოჯანმრთელებულების პროცენტია 43. კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში მკურნალობს 1981 პაციენტტი, 836 მოთავსებულია კოვიდცენტრებში. მათ შორის გახლავთ 14 კრიტიკულად მძიმე და 80-მდე მძიმე პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ აჭარის რეგიონში ლოკალიზაცია ხერხდება და იმედს გამოთქვამს, რომ მალე ლიკვიდაციაც მოხდება.
მისი ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ჩატარებული ტესტების რაოდენობა გაორმაგებულია.