თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, 193 ახალდადასტურებული შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა:
- აჭარა – 92;
- იმერეთი – 53;
- თბილისი – 31;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8;
- გურია – 7;
- რაჭა-ლეჩხუმი – 1;
- მცხეთა-მთიანეთი – 1.
„გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი არის 42. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობს 2131 კოვიდადასტურებული პაციენტი.
კოვიდცენტრებში არსებული პაციენტებიდან 16 კრიტიკულად მძიმეა. ეს ჯამში არის 0,4%“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი. 21 სექტემბრის განახლებული მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთი:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3695;
- აქედან გამოჯანმრთელდ – 1534;
- გარდაიცვალა – 20;
- კარანტინის რეჟიმში – 4988;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.