ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დილის შემდეგ სიტუაცია უცვლელია და ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 148 დადასტურებული შემთხვევაა.
„40 დადასტურებული შემთხვევაა ჩვენთან. დღეს ჩვენს კლინიკაში ტესტირება 16 პაციენტს ჩაუტარდა და ყველაზე ნეგატივია. ლუგარის ლაბორატორიაში კვლევის პროცესი მიმდინარეობს და ჯერ ახალი შემთხვევები გამოვლენილი არაა. ლუგარის და ჩვენი კლინიკის პასუხები გვიან იქნება და ახალ შემთხვევებზე მონაცემები დილით გახდება ცნობილი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი და პაციენტები.