facebook-გვერდი Bidzina ivanishvili & media აღარ იძებნება

პუბლიკა

facebook-ზე გვერდი – „Bidzina ivanishvili & media” აღარ იძებნება.

[ჩამატება: მასალის გამოქვეყნების დროისთვის აღნიშნული ფეისბუქგვერდი სოციალურ ქსელში არ იძებნებოდა. მასზე ინფორმაცია არ განახლებულა 21 დეკემბერს. გვერდი სოციალურ ქსელში 22 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათისთვის ისევ გამოჩნდა].

გვერდზე ზიარდებოდა პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებები, ვიდეომიმართვები, პარტიული ღონისძიებების ასახველი ფოტოები და ა.შ.

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” მკვლევარი შოთა ნარსია წერს, რომ აღნიშნული გვერდი facebook-ის მიერ წაშლილი გვერდების რიცხვშია.

„ფეისბუკმა ასევე წაშალა 2011 წლიდან მოქმედი გვერდი – „Bidzina Ivanishvili & Media”. მოცემულ გვერდს გაუქმებამდე 19 ადმინი მართავდა. ამ გვერდის გაუქმება ნიშნავს, რომ იგი კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებაში იყო ჩართული და იმავე პირების მიერ(აც) იმართებოდა, რომლებიც ფეისბუკზე ანონიმურად მოქმედ გვერდებს უწევდნენ ადმინისტრირებას”, – წერს ნარსია.

„სამართლიანი არჩევნები” სოციალური მედიის მონიტორინგს სისტემატურად აკეთებს.

განახლება: მოგვიანებით, დაახლოებით 15:00 საათისთვის გვერდი ისევ გამოჩნდა სოციალურ ქსელში. თავად ამავე გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ გვერდი არ გაუქმებულა და რომ რაიმე არაკანონიერ ქმედებასთან კავშირი არ აქვს.

„ეს გვერდი შეიქმნა 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და მას შემდეგ ფუნქციონირებს ფეისბუქის ყველა წესის დაცვით, რასაც ადასტურებს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მონაცემები”, – წერენ facebook-გვერდზე.


წავშალეთ 39 Facebook-ის ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში, როგორც საქართველოს შიდა ამბებზე ორიენტირებული, ორგანიზებული ქსელი, – ამის შესახებ ინფორმაციას facebook ავრცელებს.

„ამ აქტივობების უკან მოქმედი ადამიანები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს (ზოგიერთი მათგანი აქამდეც დაბლოკა ჩვენმა ავტომატურმა მომიშავე სისტემამ), რომელთა მეშვეობითაც ზრდიდნენ თავიანთ კონტენტზე ჩართულობას და მართავდნენ გვერდებს. ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები, აქტივისტური ჯგუფები და მედიაგამოცემები. ამ გვერდების ადმინისტრატორები და ყალბი ანგარიშის მფლობელები ძირითადად პოსტავდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე: არჩევნებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, საჯარო მოხელეებზე, აკრიტკებდნენ ოპოზიციასა და აქტივისტურ ჯგუფებს. ეს პირები მალავდნენ თავიანთ ვინაობას.

ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობები ქართულ სარეკლამო კომპანია „პანდასთან” და „ქართული ოცნების” მთავრობასთან დააკავშირა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მას შემდეგ რაც  facebook-მა, „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ე.წ. ტროლექაუნთები წაშალა და ამ ფაქტს ვრცელი განცხადებაც მიუძღვნა, ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში დუმდნენ. თუმცა მათ მაინც მოუხდათ აღნიშნულ თემაზე კომენტარების გაკეთება. იხილეთ ბმული;