Facebook კორონავირუსის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს

პუბლიკა

კორონავირუსის პრობლემას ფეისბუქის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. კომპანიის განცხადებით, ისინი აპირებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას კრიზისული სიტუაციის დაძლევაში დაეხმარონ, მათი მხრიდან მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და საჭირო ინფორმაციების მიწოდებით.

ამისთვის, Facebook „ფაქტჩეკერების“ დახმარებით გეგმავს, დეზინფორმაციისა და ყალბი სიახლეების გამოვლენას და მათი გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვას. ასევე, ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, მომხმარებლებისთვის ზუსტი, უახლესი მონაცემებისა და სიახლეების მიწოდებას.