Facebook-ის განცხადებით, გამოცემა „ეSპერსონასთან“ დაკავშირებული Facebook-გვერდები, მომხმარებლები და ჯგუფები თავიანთი პლატფორმიდან წაშალეს.
აპრილში გამოვლენილი და წაშლილი გვერდებისა და მომხმარებლების შესახებ ანგარიშის მიხედვით, სოციალური ქსელიდან 500-ზე მეტი გვერდი და 100-ზე მეტი ჯგუფი წაიშალა, გამოცემა „ეSპერსონა“ კი Facebook-დან დაიბლოკა.
„საქართველოში ჩვენ წავშალეთ 511 Facebook გვერდი, Facebook-ის 101 მომხმარებელი, 122 ჯგუფი დაInstagram-ის 56 მომხმარებელი. ჩვენი გამოძიებით, ეს ქსელი დაკავშირებული იყო მედიაორგანიზაცია „ესპერსონასთან“. ამჟამად ეს ორგანიზაცია ჩვენი პლატფორმებიდან დაიბლოკა. ეს გამოვლენილი აქტივობა ჩვენი გამოძიების ნაწილია, რომელიც არაავთენტურ ქცევას იძიებს ადგილობრივ „ფაქტჩეკინგ“ ორგანიზაციასთან ერთად და გარკვეულწილად ადრე წაშლილ გვერდებს უკავშირდება“, – ნათქვამია Facebook-ის ანგარიშში.
Facebook-ის ანგარიშით, ასევე წაიშალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული 80 გვერდი და 40-ზე მეტი ჯგუფი. „ჩვენ წავშალეთ Facebook-ის 23 მომხმარებელი, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Intagram-ის 9 მომხმარებელი. ჩვენი გამოძიებით, ეს ქსელი პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.
აპრილის ანგარიში საქართველოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანას ეხება. Facebook-ის განცხადებით, მათ არაავთენტური ქცევის გამო გვერდები და მომხმარებლები რუსეთში, ირანში, აშშ-ში, მავრიტანიასა და მიანმარშიც წაშალეს.