Facebook-მა გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ  Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინეს.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, „რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას“, – ამბობენ მთავრობის ადმინიტრაციაში.

„აღნიშნული ყალბი ანგარიშების გაუქმების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა სოციალურ ქსელს და ამ დროისთვის ისინი უკვე დახურულია.

ამასთან, ადმინისტრაცია აქტიურად იკვლევს საქართველოს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლების სახელით შექმნილ სხვა ყალბ ანგარიშებსაც“, – ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.