Facebook-სა და Instagram-ზე დაიბლოკება Covid-19-ის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია - The Guardian

პუბლიკა

კომპანია Facebook-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული მცდარი განცხადებების სიას, რომელიც პლატფორმაზე იბლოკება,  შეემატება ვაქცინასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს და ამბობს, რომ ახალი პოლიტიკა შეეხება როგორც Facebook-ს, ასევე Instagram-ს.

„დაუყოვნებლივ დავიწყებთ ამ ახალი პოლიტიკის განხორციელებას, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებთ გვერდებზე, ჯგუფებსა და ანგარიშებზე, რომლებიც არღვევენ ამ წესებს. პოლიტიკის განახლება უახლოესი კვირების განმავლობაში იგეგმება“, – აღნიშნა გაი როზენმა, კომპანია Facebook-ის წარმომადგენელმა.

კომპანიამ პანდემიის დროს კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო მკაცრი პოლიტიკა წარმოადგინა.

როგორც The Guardian წერს, მომხმარებელთა წესების ახალი სახელმძღვანელო გავრცელდება როგორც ჩვეულებრივ პოსტებზე, აგრეთვე, ფასიან რეკლამებზე, რომელთა მიზანი სწორედ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებაა.