„ფაიზერთან" პირდაპირ მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებთ - ტიკარაძე

პუბლიკა

„ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ფაიზერთან ვაწარმოოთ პირდაპირი მოლაპარაკებები”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, „ფაიზერის” მხარე მზად არის, საქართველოს დოზების გარკვეული რაოდენობა მიაწოდოს.

„დღეის მდგომარეობით, დადებითი მოლაპარაკება, რომელიც გასულ კვირას არ გვქონდა და მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება მნიშვნელოვანი სიახლე, არის „ფაიზერთან” წარმართული მოლაპარაკებები. ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ „ფაიზერთან” ვაწარმოოთ პირდაპირი მოლაპარაკებები. ჩვენ მივიღეთ მათგან თანხმობა და დღესდღებით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს COVAX-პლატფორმის მიღმა „ფაიზერის” შემოტანაზე საუბარი ქვეყანაში და „ფაიზერის” მხარეც მზად არის, რომ საქართველოს მიაწოდოს გარკვეული რაოდენობა დოზების”, – აღნიშნა მან.