ფარცხალაძემ დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა – პრემიერი

პუბლიკა

პრემიერმა გიორგი გახარიამ დეპუტატის, ირმა ინაშვილის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაჯარიმდა.

„ფარცხალაძის მაგალითზე ახლა რა კომენტარი უნდა გავაკეთო – დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა. ეგეთები ბევრი დაჯარიმდნენ.  9 000 ჯარიმა იყო….. მკითხეთ და არ გიპასუხეთ? აგერ ვარ და გეუბნები… რა თქმა უნდა, დაჯარიმდა. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ – დააშავა, დაჯარიმდა“, – განაცხადა დღეს პრემიერმა.

ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საგანგებო მდგომარეობის დროს, იმ პერიოდში, როცა ავტომობილით გადაადგილება აკრძალული იყო, ქუჩაში მანქანით გადაადგილდებოდა, ენმ-ის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა გადაიღო და გაავრცელა.