ფასდაკლება ვაქცინირებულ სტუმრებს, დანამატი თანამშრომლებს - „რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელის ინიციატივა

პუბლიკა

„რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის ინიციატივით, კორონავირუსის ვაქცინით აცრილი თანამშრომლები და მომხმარებლები ბიზნესსექტორმა უნდა წაახალისოს.

ვაქცინარება არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება…. მე პირადად, ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და სტუმრები არიან, ჩემს საკუთრებაში არსებულ რესტორნებში მიიღებენ მომსახურებაზე ფასდაკლებას, თანამშრომლები, რომლებიც ვაქცინირებულებიარიან, ხელფასის სახით მიიღებენ  დანამატს. ეს არ არის არავაქცინირებულების რაიმე კუთხით შეზღუდვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რესტორანში არ მივიღებთ ან ხელფასი არ ექნებათ, უბრალოდ, ვაქცინირებულებისთვის გარკვეული ბენეფიტები იქნება. ყველა რესტორანი თვითონ გააჟღერებს თავის სურვილს“, – განაცხადა ბურჯანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.