ფაშინიანი მომხრეებთან ერთად რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართება, სადაც სიტყვით გამოსვლას აპირებს

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამ წუთებში ერევნის ცენტრისკენ მიემართება და რესპუბლიკის მოედანზე 16:00 საათზე სიტყვით გამოსვლას აპირებს, მისი მოწინააღმდეგეები კი რესპუბლიკის მოედანთან ახლოს, თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან.

სომხეთში ვითარება დღეს კიდევ ერთხელ დაიძაბა. მას შემდეგ რაც ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა სარდლობის ნაწილი და გენშტაბმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენერალური შტაბის უფროსიც დაითხოვა, თავის მომხრეებს ერევნის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა, სამართალდამცველებს კი – სამთავრობო შენობების დაცვისკენ.