8 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა - RFE

პუბლიკა

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამაზე საუბრობდა.

რადიო თავისუფლების სომხეთის ბიურო ინფორმაციით, გამოსვლის დროს ფაშინიანმა ისაუბრა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაინტერესებაზე სომხურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი წვლილი ჩვენი 15 მოქალაქის ტყვეობიდან დაბრუნების ორგანიზებაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.